ბუნებრივი, ცქრიალა ღვინო. ღვინო წარმოებულია ნარჩევი, ორგანული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან.
დადუღებულია უჭაჭოდ, სპონტანურად, წინაპართა მეთოდით: ტკბილის, საფუარისა და გაზის დამატების გარეშე.
ფერი: თეთრი
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: კახეთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლაგი
ალკოჰოლი: 11,5%
შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.
კოლაგის, რქაწითელი
„კოლაგის მარანი“, დაარსებულია 1887 წელს, არის ერთ-ერთი უძველესი ბუნებრივი მეღვინეობის მარანი საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, ორგანული ვენახებითა და ტრადიციული ქვევრის მეთოდებით. თითოეული ბოთლი ასახავს ჯეირანაშვილების ოჯახის ერთგულებას საქართველოს ბუნებრივი მეღვინეობის ტრადიციისადმი.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
