ბუნებრივი, წითელი, მშრალი, ქვევრის ღვინო, წარმოებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
დაყენებულია ტრადიციული კახური წესით ქვევრში. ღვინომ გაატარა 2 კვირა ჭაჭასთან ერთად ქვევრში, კლერტის გარეშე.
ფერი: წითელი
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: კახეთი, თელავის რაიონი, სოფელი კურდღელაური.
ალკოჰოლი: 13%
შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.
ნადელები, საფერავი
მარანი „ნადელები“ მდებარეობს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში. მაისურაძეების ოჯახი მეღვინეობის ტრადიციას ნახევარ საუკუნეზე მეტია ინახავს. 2022 წლიდან ამ ტრადიციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და დაიწყო ნატურალური ღვინის წარმოება ახალ ქვევრებში.
დღეს მარანი „ნადელები“ ქვევრის ღვინოებს ამზადებს კახური ყურძნის სხვადასხვა ენდემური ჯიშისგან: რქაწითელი, ქისი, ხიხვი, მწვანე, საფერავი და ბუდეშური. ვენახები მდებარეობს სოფელ კურდღელაურში, ნადელების ხეობაში, სადაც უნიკალური ტერუარი განსაზღვრავს თითოეული ღვინის ხასიათს.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
.png)
