ნატურალური თეთრი, მშრალი ღვინო, წარმოებულია ციცქას, ცოლიკოურის და კრახუნას ჯიშის ყურძნისგან.
დაყენებულია ქვევრში, ნაწილობრივ ჭაჭაზე დუღილით.
ფერი: თეთრი
მოსავლის წელი: 2021
ადგილმდებარეობა: იმერეთი, ბაღდათი
ალკოჰოლი: 11.2%
რეკომენდირებულია მიირთვათ 10-12 გრადუსამდე გაგრილებული.
შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.
ბაღდათის მამულები, იმერული თეთრი ჭურის, 2021
ბაღდათის მამულები არის მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს იმერეთში, ბაღდათში. ვენახები გაშენებულია ბაღდათის ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზონაში, ე.წ. ჭალის ვენახების თავზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობზე, მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
