ბუნებრივი, წითელი, მშრალი ქვევრის ღვინო, წარმოებულია საგარეჯოში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. დაყოვნებულია ჭაჭაზე 5 დღე.
ფერი: წითელი
მოსავლის წელი: 2022
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, სოფელი გამარჯვება
ალკოჰოლი: 15%
შენახვის ტემპერატურა:
შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა: 14-15 გრადუსი ცელსიუსით;
მირთმევის რეკომენდებული ტემპერატურა: 14-15 გრადუსი ცელსიუსით;
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
გაბრიელის ღვინო, საფერავი
„გაბრიელის მარანი“ მდებარეობს ქვემო ქართლის სოფელ გამარჯვებაში. მარანი 50 წელზე მეტია არსებობს. ღვინო ტრადიციული მეთოდით ქვევრში ყენდება.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
