ნატურალური თეთრი, მშრალი ღვინო, დამზადებულია ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან ქვევრში.
ფერი: თეთრი
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: იმერეთი, სოფ. ტყაჩირი
ალკოჰოლი: 12,5%
შენახვის ტემპერატურა:
შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა: 14 -15 გრადუსი ცელსიუსით;
მირთმევის რეკომენდებული ტემპერატურა: 14 -15 გრადუსი ცელსიუსით;
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
"გდ ვაინი", ცოლიკოური
მცირე საოჯახო მარანი “ გდ ვაინ“ მდებარეობს იმერეთში, სოფ. ტყაჩირში, ქუთაისიდან 15კმ-ში. საქმიანობის სფერო მევენახეობა-მეღვინეობა. მარნის საკუთრებაშია ცოლიკოურის და ციცქას ვენახები, რომლებიც მუშავდება ბიო (ეკო) მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ბიოპრეპარატებით, შესაბამისად ღვინოებიც ნატურალურია, და მზადდება ყოველგვარი დანამატების და ფილტრაციის გარეშე.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
