ბიოდინამიური, თეთრი, მშრალი, ქვევრის ღვინო, წარმოებულია ჩინურის ჯიშის ყურძნისგან.
ფერი: თეთრი
მოსავლის წელი: 2022
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, ასურეთი, სოფელი კიკეთი
ალკოჰოლი: 12%
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
გოცა, ჩინური
საოჯახო მარანი და ფერმერული მეურნეობა მდებარეობს სოფელ კიკეთში, თბილისის ცენტრიდან სულ 25 კილომეტრში. სახლი განთავსებულია მთებში, მუხის ტყეში, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე.
4 ჰექტარი ბიოდინამიური ვენახი მდებარეობს სოფელ მარაბდასა და ასურეთს შორის, ზღვის დონიდან 550 მეტრზე, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ვენახში გაშენებულია 22 000 ძირი ვაზი, რომელიც მოიცავს ქართული წარმოშობის 14 სხვადასხვა ჯიშს. ვენახიც და მარანიც მუშაობს „Demeter“-ის ბიოდინამიური სტანდარტის შესაბამისად. 2018 წლიდან ასევე აქვთ ორგანული სერტიფიკატი ორგანიზაციისგან „Kiwa BSC“ (GE-BIO-141).
ღვინოები არ იფილტრება და არ შეიცავს არანაირ დანამატს, ფერმენტაცია მიმდინარეობს სპონტანურად.
უფრო მეტი მეღვინეობის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
.png)
