ბუნებრივი, ქარვისფერი, მშრალი ღვინო, წარმოებულია ორი, სხვადასხვა ვენახის რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან.
ფერი: ქარვისფერი
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: კახეთი, სოფელი ბაკურციხე, ჭორტაულის ზვარი
ალკოჰოლი: 12%
არომატები: ღვინო გამოირჩევა სასიამოვნო ჯიშური არომატებით, დაგემოვნებისას შეიგრძნობა ნაზი მჟავიანობა და სასიამოვნო ყვავილების ტონები.
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
კოხტა მარანი, რქაწითელი
კომპანია დაარსდა 2021 წელს ოთხი პარტნიორის მიერ, რომლის მიზანიც იყო მაღალი ხარისხის ბუნებრივი ღვინის წარმოება მევენახეობა-მეღვინეობის ძველი ქართული ტრადიციების გამოყენებით. ამჟამად კომპანიას ეკუთვნის დაახლოებით 1,5 ჰექტარი ვენახი, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონში, ისტორიულად ცნობილი მევენახეობის მიკროზონის ბაკურციხის საუკეთესო ტერუარებზე. ეს ტერუარები განლაგებულია ალაზნის ხეობაში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 320–400 მეტრის სიმაღლეზე და აქვს აღმოსავლეთის ექსპოზიცია. ნიადაგი არის კარბონატული და ჰუმუსიანი.
ამჟამად კომპანია ძირითადად აწარმოებს ქარვისფერ, მშრალ ღვინოს — რქაწითელს (100%) ჭორტაულის ვენახებიდან.
ღვინის წარმოების სრული ციკლი მიმდინარეობს ძველი ქართული სტილის მარანში, ტრადიციული კახური მეთოდით. დუღილი, მაცერაცია და დაძველება ხდება სხვადასხვა ზომის თიხის ქვევრებში (ამფორებში), რომლებიც მიწაშია ჩაფლული.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
