ბუნებრივი, წითელი, მშრალი ღვინო, წარმოებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან. დაყენებულია ქვევრში, სრულ ჭაჭაზე 2 კვირიანი დაყოვნებით და შემდეგ 6 თვის განმავლობაში დავარგებულია ლექზე.
ფერი: წითელი
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: კახეთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ველისციხე
ალკოჰოლი: 14,5%
არომატები: აქვს ალუბლის, შავი შოკოლადის, შავი პილპილის, და ხმელი კენკრის მდიდარი არომატები.
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
ლომთაძეების მარანი, საფერავი
„ლომთაძეების მარანი ველისციხე“ არის მცირე საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში.
აღნიშნული მარანი აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში. მარანში განთავსებულია 24 ქვევრი, რომლებიც დამზადებულია 1900–1905 წლებში, ასევე საწნახელი, რომელიც აგურის ორნამენტებით არის დეკორირებული.
მარანის განსაკუთრებულობა ის არის, რომ აქ ტრადიციული კახური მეთოდით ღვინის დაყენების პროცესი საუკუნეზე მეტია უწყვეტად გრძელდება.
ოჯახს აქვს რქაწითლისა და საფერავის ვენახები. ისინი მისდევენ ორგანულ მევენახეობას და აწარმოებენ ბუნებრივ ღვინოს.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
