ბუნებრივი, ვარდისფერი (როზე), მშრალი, ქვევრის ღვინო, წარმოებულია ალადასტურის და იმერული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. ერთი დღის განმავლობაში დაყოვნებულია ალადასტურის ჭაჭაზე.
ფერი: როზე
მოსავლის წელი: 2023
ადგილმდებარეობა: სამეგრელო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამაკონი
ალკოჰოლი: 12,5%
სულ ჩამოსხმულია: 2068 ბოთლი
შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.
მარტვილის მარანი, მართა
„მარტვილის მარანი“ დაფუძნდა 2012 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. კომპანიას თარგამეულში ეკუთვნის 3 ჰა მიწის ფართობი, სადაც გაშენებულია ოჯალეშის, ალადასტურის, ორბელური ოჯალეშის, ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები.
„მარტვილის მარანი“ ქვევრის ტრადიციული ქართული მეთოდით 10 სახეობის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. "მარტვილის მარანი"- ს ღვინოები გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, ავსტრალია.
უფრო მეტი მარნის შესახებ იხილეთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
