ბუნებრივი, წითელი, მშრალი, ქვევრის ღვინო, წარმოებულია ოჯალეშია ჯიშის ყურძნისგან. ორი კვირის განმავლობაში დაყოვნებულია სრულ ჭაჭაზე, კლერტის გარეშე.
ფერი: წითელი
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: სამეგრელო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამაკონი
ალკოჰოლი: 12%
სულ ჩამოსხმულია: 1528 ბოთლი
შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.
მარტვილის მარანი, ოჯალეში
„მარტვილის მარანი“ დაფუძნდა 2012 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. კომპანიას თარგამეულში ეკუთვნის 3 ჰა მიწის ფართობი, სადაც გაშენებულია ოჯალეშის, ალადასტურის, ორბელური ოჯალეშის, ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები.
„მარტვილის მარანი“ ქვევრის ტრადიციული ქართული მეთოდით 10 სახეობის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. "მარტვილის მარანი"- ს ღვინოები გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, ავსტრალია.
უფრო მეტი მარნის შესახებ იხილეთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
