ბუნებრივი, წითელი, მშრალი, ქვევრის ღვინო, წარმოებულია ორბელური ოჯალეშის, ალადასტურის და ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან. ორი თვის განმავლობაში დაყოვნებულია სრულ ჭაჭაზე, კლერტის გარეშე.
ფერი: წითელი
მოსავლის წელი: 2023
ადგილმდებარეობა: სამეგრელო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამაკონი
ალკოჰოლი: 10,5%
სულ ჩამოსხმულია: 1336 ბოთლი
შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.
მარტვილის მარანი, უჩა კოჩი
„მარტვილის მარანი“ დაფუძნდა 2012 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. კომპანიას თარგამეულში ეკუთვნის 3 ჰა მიწის ფართობი, სადაც გაშენებულია ოჯალეშის, ალადასტურის, ორბელური ოჯალეშის, ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები.
„მარტვილის მარანი“ ქვევრის ტრადიციული ქართული მეთოდით 10 სახეობის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. "მარტვილის მარანი"- ს ღვინოები გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, ავსტრალია.
უფრო მეტი მარნის შესახებ იხილეთ ბმულზე.
.png)
