top of page

ბუნებრივი, ქარვისფერი, მშრალი, ქვევრის ღვინო, წარმოებულია იმერული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. ექვსი თვის განმავლობაში დაყოვნებულია 30% ჭაჭაზე, კლერტის გარეშე.

ფერი: ქარვისფერი

მოსავლის წელი: 2024

ადგილმდებარეობა: სამეგრელო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამაკონი

ალკოჰოლი: 13,5%

სულ ჩამოსხმულია: 2720 ბოთლი

 

შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.

მარტვილის მარანი, ცოლიკოური

GEL32.00Price
Quantity
  • „მარტვილის მარანი“ დაფუძნდა 2012 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. კომპანიას თარგამეულში ეკუთვნის 3 ჰა მიწის ფართობი, სადაც გაშენებულია ოჯალეშის, ალადასტურის, ორბელური ოჯალეშის, ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები. 

    „მარტვილის მარანი“  ქვევრის ტრადიციული ქართული მეთოდით 10 სახეობის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. "მარტვილის მარანი"- ს ღვინოები გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, ავსტრალია.

    უფრო მეტი მარნის შესახებ იხილეთ ბმულზე.

     

  • ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (.. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.

    ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.

No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
bottom of page