top of page

ნატურალური, ქარვისფერი, მშრალი, ქვევრის ღვინო, დაყენებულია უჩვეულოდ იშვიათი ყურძნის ჯიშისგან — ჭყაპასგან, რომელიც ქართლის რეგიონში იყო გარცელებული.  ოდესღაც პოპულარული, დღეს მხოლოდ რამდენიმე მცირე ვენახშია შემორჩენილი. 

ეს არის ნამდვილი „ველური ღვინო“. ორგანულ ვენახში გაზრდილი ყურძნის ფერმეტაცია მოხდა ველური საფუარებით, სრულად ჭაჭასთან კონტაქტით, ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე. ღვინო გაუფილტრავია.

 

ფერი: ქარვისფერი

მოსავლის წელი: 2022

ადგილმდებარეობა: ქართლი, გორი, სოფელი წედისი

ალკოჰოლი: 11,5%

 

შენიშვნა: ამ ღვინოს ახასიათებს ძლიერი სხეული და მანდარინის კანისა და ცაცვის თაფლის შებოლილი არომატი, ინტენსიური გემო და გრძელი დაბოლოება. ჰაერში ნელა და თანდათან იშლება, ამიტომ დეკანტაცია ძლიერ რეკომენდებულია. მისი ხასიათის სრულად აღსაქმელად უმჯობესია მიირთვათ სავსე სხეულის მქონე წითელი ღვინოებისთვის განკუთვნილ ჭიქებში.

 

მიირთვით 12-13 გრადუსზე გაგრილებული. 

 

 

ღვინის ოსტატები, მოირა

GEL45.00Price
Quantity
  • ანდრო ბარნოვი არის ასოციაცია „ღვინის ოსტატების" დამფუძნებელი და მეღვინე. ასოციაციის ისტორია იწყება 2013 წელს.  წლების განმავლობაში ასოციაცია ხელს უწყობდა მცირე, ბუნებრივი მარნებისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში, ამასთანავე აწყობდა რეგიონულ ღვინის ფესტივალებს, წაახალისა ახალი მარნების მშენებლობა და უძველესის აღდგენა, გამოსცემდა სპეციალურ ლიტერატურას და ატარებდა სემინარებს ადგილობრივი მეღვინეებისათვის.

    მეღვინეობის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

  • ჩამოსხმულია სულ 300 ბოთლი.

bottom of page