top of page

ნატურალური, ქარვისფერი, მშრალი, ქვევრის ღვინო, დაყენებულია  ჩინურისა და მუსკატის ჯიშის ყურძნისგან. 

ფერმენტაცია მოხდა ბუნებრივად, ჭაჭასთან კონტაქტით, ველური საფუარებით, სულფიტებისა და დანამატების გარეშე. ღვინო არის გაუფილტრავი. 

 

ფერი: ქარვისფერი

მოსავლის წელი: 2022

ადგილმდებარეობა: ქართლი, გორი, სოფელი წედისი

ალკოჰოლი: 12,5%

 

შენიშვნა: ამ ღვინოს ახასიათებს ჟასმინის, ველური ყვავილებისა და წითელი ვარდების გამოკვეთილი არომატი, ასევე საოცრად დაბალანსებული მჟავიანობა.

ეს არის ძალიან საინტერესო, არომატული და გემრიელი ღვინო — ღვინო, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებს!

 

 

ღვინის ოსტატები, ნარცისი

GEL45.00Price
Quantity
  • ანდრო ბარნოვი არის ასოციაცია „ღვინის ოსტატების" დამფუძნებელი და მეღვინე. ასოციაციის ისტორია იწყება 2013 წელს.  წლების განმავლობაში ასოციაცია ხელს უწყობდა მცირე, ბუნებრივი მარნებისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში, ამასთანავე აწყობდა რეგიონულ ღვინის ფესტივალებს, წაახალისა ახალი მარნების მშენებლობა და უძველესის აღდგენა, გამოსცემდა სპეციალურ ლიტერატურას და ატარებდა სემინარებს ადგილობრივი მეღვინეებისათვის.

    მეღვინეობის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

  • ჩამოსხმულია სულ 550 ბოთლი.

bottom of page