ბუნებრივი ღვინო ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად
საქართველოში ბუნებრივ ღვინოს სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს — ისინი, ვისაც სურს ჯანსაღი, დაუმუშავებელი, ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი ღვინო, რომელსაც მეღვინის ხელწერა აძლევს უნიკალურობას. თუმცა, ამ ღვინოების პოვნა რთულია — ონლაინ მაღაზიებში ისინი ან საერთოდ არ არის, ან არჩევანი ძალიან მწირია.
ჩვენ ამ პრობლემას ვწყვეტთ.
525.wine არის პირველი პლატფორმა საქართველოში, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ ღვინოებს აერთიანებს. ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო მცირე მარნებს მთელი ქვეყნიდან და მათი პროდუქციას თავს ვუყრით ერთ სივრცეში — რათა ბუნებრივი ღვინო გახდეს მარტივად მოსაძებნი, ყველასთვის და სწრაფად ხელმისაწვდომი.
ჩვენი სერვისის ძირითადი უპირატესობებია:
- მიწოდება 1 საათში;
- ყველაზე დაბალი ფასი;
- მხოლოდ ბუნებრივი ღვინო.
რატომ 525?
საქართველოში ცნობილია 525 უნიკალური ვაზის ჯიში — ეს მაჩვენებელი ერთერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით. თუმცა, მათი დიდი ნაწილი მივიწყებული ან ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. სწორედ ბუნებრივი მეღვინეები — მცირე მარნები და ენთუზიასტი ღვინის მწარმოებლები — ახერხებენ ამ ჯიშებიდან განსხვავებული ღვინოების შექმნას და ამ გზით ქართული ღვინის მრავალფეროვნების შენარჩუნებას.
525.wine მათ საქმეს ემსახურება — ვეხმარებით, რომ მომხმარებელმა სწრაფად და მარტივად იპოვონ ის ღვინო, რომელიც არ ჰგავს სხვას და განეკუთვნება ნამდვილ, ცოცხალ ღვინოს.
ი.მ გვანცა წულუკიძე
საიდენტიფიკაციო კოდი 01026012071.
.png)