top of page
მაკარიძეების ოჯახს ორგანული მევენახეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს იმერეთის რეგიონში, თერჯოლაში (დასავლეთ საქართველო). ოჯახი ყოველთვის მისდევდა მევენახეობას, თუმცა ძირითადად ყურძნის ნერგების გასაყიდად, ხოლო ღვინო მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის მზადდებოდა. საოჯახო მარანი რამდენიმე თაობის წინ დაარსდა, და ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია, იმერული ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით, თაობიდან თაობას გადაეცემა.
bottom of page