top of page
ამირან ვეფხვაძის საოჯახო მარანი მდებარეობს ზესტაფონში, პაოლო იაშვილის ქუჩა №32-ზე. ზესტაფონში, ასევე ახლომდებარე სოფლებში — კინოთსა და კლდეეთში — გაშენებულია იმერული ყურძნის შემდეგი ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ოცხანური საფერე. ორგანულად მოყვანილი ყურძნის დუღილი და დავარგება მიმდინარეობს ფუტკრის ცვილით დაფარულ ქვევრებში. ღვინოები არ იფილტრება და მათში ქიმიური დანამატები არ გამოიყენება, რის შედეგადაც მიიღება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
bottom of page
.png)



