top of page
„ლომთაძეების მარანი ველისციხე“ არის მცირე საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში. აღნიშნული მარანი აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში. მარანში განთავსებულია 24 ქვევრი, რომლებიც დამზადებულია 1900–1905 წლებში, ასევე საწნახელი, რომელიც აგურის ორნამენტებით არის დეკორირებული. მარანის განსაკუთრებულობა ის არის, რომ აქ ტრადიციული კახური მეთოდით ღვინის დაყენების პროცესი საუკუნეზე მეტია უწყვეტად გრძელდება. ოჯახს აქვს რქაწითლისა და საფერავის ვენახები. ისინი მისდევენ ორგანულ მევენახეობას და აწარმოებენ ბუნებრივ ღვინოს.
bottom of page