top of page

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის 525.wine  ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

 

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და ი.მ. გვანცა წულუკიძეს შორის.

 

ი.მ. გვანცა წულუკიძე წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „525.wine“.

 

525.wine ვებგვერდით (www.525.wine) სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და 525.wine სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

 

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

 

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება 525.wine სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან 525.wine მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

 

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მ525.wine-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 525.wine-ის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

 

ტერმინთა განმარტება

 

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

 

525.wine (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ი.მ. გვანცა წულუკიძე, საიდენტიფიკაციო კოდი 01026012071. მის. ქ. თბილისი, პ.იოსელიანის ქ.N37.

მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს 525.wine ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია;

 

მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;

 

მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება;

 

პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;

 

რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა;

 

ანგარიში - მომხმარებლის მიერ 525.wine ვებგვერდზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;

 

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს 525.wine ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია.

 

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის მომხმარებელი და ი.მ გვანცა წულუკიძე. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

 

რეგისტრაცია

 

525.wine ვებგვერდზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • სახელი;

  • მისამართი;

  • ელექტრონული ფოსტა;

  • სისტემაში შესასვლელი პაროლი.

 

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.

 

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • სოციალური ქსელით;

  • Google-ით;

  • ელექტრონული ფოსტით.

 

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;

  • იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;

  • არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას 525.wine ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;

  • არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;

  • არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;

  • არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;

  • არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;

  • არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;

  • დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს 525.wine-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, 525.wine-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

  • არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;

  • არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;

  • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის 525.wine-ის გამართულ ფუნქციონირებას;

  • არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და 525.wine კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

 

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

 

მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

 

525.wine პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

 

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.

 

525.wine იტოვებს უფლებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

 

525.wine იტოვებს უფლებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას.

 

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

 

შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები

 

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს 525.wine.

 

525.wine მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს მითითებულ მისამართზე. 525.wine -ის პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის გადაცემის დროს.

 

მომსახურების მიღება

 

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე.

მომხმარებლის მიერ 525.wine ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისში, მომხმარებლის მიერ მითითებულ სასურველ დროს, ან არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 1 საათისა.

 

საკურიერო მომსახურება ფასიანია.

 

საქონლის უკან დაბრუნება, თანხის დაბრუნება

 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არ ვართ დაზღვეულები გარკვეული პრობლემა შეიძლება აღმოაჩნდეს ჩვენს მიერ მიწოდებულ პროდუქტს. შესაბამისად, თუ მიწოდებული პროდუქცია დაზიანებულია, ან უხარისხოა, მომხმარებელმა პროდუქციის მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი E-MAIL-ზე: contact@525.wine, სადაც მიუთითებს დაზიანების ან ხარისხის პრობლემის შესახებ და ასანაზღაურებელი პროდქუტის ღირებულებას.

 

განაცხადის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება არაუგვიანეს 3 სამშაო დღის ვადაში.

 

განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებელს პროდქუციის ღირებულება უკან დაუბრუნდება საბანკო ანგარიშსწორებით, საქართველოში არსებულ რომელიმე საბანკო დაწესებულების მისსავე ანგარიშზე, რომელსაც განმცხადებელი თან დაურთავს განცხადებას.

 

ანგარიშსწორების წესი

 

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

 

525.wine -ს არ აქვს წვდომა  ანგარიშსწორების გვერდზე.

 

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

 

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

 

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

 

თუ 525.wine მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს 525.wine - ს გუნდს.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

 

525.wine შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

 

მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

 

525.wine პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

 

525.wine იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

 

525.wine გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

 

525.wine სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

 

525.wine იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

 

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. 525.wine მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, 525.wine სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს 525.wine-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

 

მარკეტინგი

 

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 525.wine მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

 

525.wine უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

 

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

 

საავტორო უფლებები

 

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის 525.wine - ს.

 

525.wine - ის  სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს ი.მ. გვანცა წულუკიძის საკუთრებას.

 

525.wine სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, 525.wine წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია.

 

მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს 525.wine-ის სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს 525.wine - ის რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, 525.wine  უფლებას იტოვებს, მიმართოს უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება 525.wine - თვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე.

ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

 

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

 

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

 

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის 525.wine-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

 

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

 

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

 

ცვლილებები და დამატებები

 

525.wine იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, 525.wine მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

bottom of page