top of page
კომპანია დაარსდა 2021 წელს ოთხი პარტნიორის მიერ, რომლის მიზანიც იყო მაღალი ხარისხის ბუნებრივი ღვინის წარმოება მევენახეობა-მეღვინეობის ძველი ქართული ტრადიციების გამოყენებით. ამჟამად კომპანიას ეკუთვნის დაახლოებით 1,5 ჰექტარი ვენახი, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონში, ისტორიულად ცნობილი მევენახეობის მიკროზონის ბაკურციხის საუკეთესო ტერუარებზე. ამჟამად კომპანია ძირითადად აწარმოებს ქარვისფერ, მშრალ ღვინოს რქაწითელს (100%) ჭორტაულის ვენახებიდან. ღვინის წარმოების სრული ციკლი მიმდინარეობს ძველი ქართული სტილის მარანში, ტრადიციული კახური მეთოდით.
bottom of page