top of page
კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები მდებარეობს ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრზე, ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე. საქართველოში 25 ადგილწარმოშობის ღვინიდან 19 აქ იწარმოება. კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე სოვინიონი (ფრანგული ჯიში), თავკვერი, იყალთოს წითელი და სხვა.
bottom of page
.png)












