top of page
„მარტვილის მარანი“ დაფუძნდა 2012 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. კომპანიას თარგამეულში ეკუთვნის 3 ჰა მიწის ფართობი, სადაც გაშენებულია ოჯალეშის, ალადასტურის, ორბელური ოჯალეშის, ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები.
„მარტვილის მარანი“ ქვევრის ტრადიციული ქართული მეთოდით 10 სახეობის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. "მარტვილის მარანი"- ს ღვინოები გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, ავსტრალია.
bottom of page
.png)



