top of page
ორგანული მეღვინეობა დო რე მი დაარსდა 2014 წელს, ღვინი მოყვარული ორი მეგობრის მიერ. მარანი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში. ჩვენი მისიაა შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ორგანული ღვინოები უძველესი ქართული ტექნოლოგიების გამოყენებით. ყურძენი იკრიფება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ბიო ვენახებიდან. ღვინო მზადდება ინდუსტრიული საფუარისა და დანამატების გარეშე. ღვინოების უმეტესობა დუღდება და ძველდება ქვევრებში — ეს არის საქართველოში ტრადიციულად გამოყენებული თიხის ჭურჭელი.
bottom of page
.png)


