top of page
პატარიძის მარანი მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აბანოეთში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. პატარიძეებმა პირველად ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ვენახი 2008 წელს გააშენა. სოფელი აბანოეთი ამ ჯიშის ყურძნის მიკროზონაა. ვენახი მუშავდება ბიო პრეპარატებით, ყველა სამუშაო სრულდება ხელით.
bottom of page