ნატურალური ვარდისფერი (როზე), მშრალი ღვინო, წარმოებულია ძელშავის, ოცხანური საფერის, ცოლიკოურის, ციცქას და კრახუნას ჯიშის ყურძნისგან.
დაყენებულია ნაწილობრივ ჭაჭაზე დუღილით.
ფერი: როზე
მოსავლის წელი: 2021
ადგილმდებარეობა: იმერეთი, ბაღდათი
ალკოჰოლი: 11.6%
რეკომენდირებულია მიირთვათ 8-10 გრადუსამდე გაგრილებული.
შენიშვნა: გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.
ბაღდათის მამულები, იმერული ვარდისფერი
ბაღდათის მამულები არის მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს იმერეთში, ბაღდათში. ვენახები გაშენებულია ბაღდათის ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზონაში, ე.წ. ჭალის ვენახების თავზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობზე, მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
