top of page

ბუნებრივი, ქარვისფერი, მშრალი ღვინო, წარმოებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. დაყენებულია ქვევრში, სრულ ჭაჭაზე 6 თვიანი დაყოვნებით. 

ფერი: ქარვისფერი

მოსავლის წელი: 2024

ადგილმდებარეობა: კახეთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ველისციხე

ალკოჰოლი: 12,5%

 

არომატები: აქვს თეთრი ხილის, გარგარის, ფორთოხლის კანის, ნაზი, ბალახოვანი ტონები, ასევე თაფლისა და თხილის მსუბუქი არომატები. აქვს ხანგრძლივი და დაბალანსებული დაბოლოება.

 

შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.

ლომთაძეების მარანი, რქაწითელი

29,00GELPrice
Quantity
  • „ლომთაძეების მარანი ველისციხე“ არის მცირე საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში.

    აღნიშნული მარანი აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში. მარანში განთავსებულია 24 ქვევრი, რომლებიც დამზადებულია 1900–1905 წლებში, ასევე საწნახელი, რომელიც აგურის ორნამენტებით არის დეკორირებული.

    მარანის განსაკუთრებულობა ის არის, რომ აქ ტრადიციული კახური მეთოდით ღვინის დაყენების პროცესი საუკუნეზე მეტია უწყვეტად გრძელდება.

    ოჯახს აქვს რქაწითლისა და საფერავის ვენახები. ისინი მისდევენ ორგანულ მევენახეობას და აწარმოებენ ბუნებრივ ღვინოს.

    უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.

  • ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.

    ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.

No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
bottom of page