ბუნებრივი, წითელი, მშრალი ღვინო, დაყენებულია 60% ციცქა და 40% ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნისგან. დაყოვნებულია ქვევრში 8 თვის განმავლობაში.
ფერი: წითელი
მოსავლის წელი: 2023
ადგილმდებარეობა: იმერეთი, თერჯოლა
ალკოჰოლი: 11,5%
არომატები: ეს გამორჩეული კუვე აერთიანებს ორ თითქოს სრულიად განსხვავებულ ჯიშს - ცოცხალ და არომატულ თეთრ ციცქასა და მუქ, სტრუქტურულ წითელ ოცხანური საფერეს. შედეგი არის საინტერესო და ჰარმონიული ღვინო, რომელიც იდეალურად აბალანსებს სიხალისესა და ინტენსივობას.
ტრადიციულ წითელ ღვინოებთან შედარებით უფრო მსუბუქი და ცოცხალია, ხასხასა მჟავიანობითა და გამოკვეთილი მინერალური ხასიათით. ველური ბალახებისა და მსუბუქი შებოლილი ნოტების ფენები ღვინოს დამატებით სიღრმეს სძენს, ხოლო გემოზე იშლება მოცვის, ველური მარწყვისა და მაყვლის ტონები.
რეკომენდაცია: იდეალურად ეხამება მჭლე წითელ ხორცს, ღორის ხორცს, ცხიმიან თევზს და პომიდვრის ბაზაზე მომზადებულ კერძებს.
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
მაკარიძის მარანი, კუვე 09
მაკარიძეების ოჯახს ორგანული მევენახეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს იმერეთის რეგიონში, თერჯოლაში (დასავლეთ საქართველო).
ოჯახი ყოველთვის მისდევდა მევენახეობას, თუმცა ძირითადად ყურძნის ნერგების გასაყიდად, ხოლო ღვინო მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის მზადდებოდა.საოჯახო მარანი რამდენიმე თაობის წინ დაარსდა, და ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია, იმერული ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით, თაობიდან თაობას გადაეცემა.
საინტერესოა, რომ მაკარიძეების ოჯახი ცნობილი იყო თეთრი და წითელი ყურძნის - ციცქასა და ოცხანური საფერეს ერთობლივი ფერმენტაციით. ამ მეთოდით ისინი ამსუბუქებდნენ ოცხანური საფერეს, რომელიც უნიკალური წითელი ჯიშია არა მხოლოდ თერჯოლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
აქ წარმოებული ყველა ღვინო ბუნების ხელმძღვანელობით იქმნება, მინიმალური ჩარევითა და დამუშავებით, ღვინოები დუღდება ადგილობრივი ველური საფუარით, ისხმება გაუწებავად და გაუფილტრავად, ყოველგვარი სულფიტებისა და ხელოვნური დანამატების გარეშე.
მეღვინეობის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
