ბუნებრივი, ქარვისფერი, მშრალი ღვინო, დაყენებულია ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. დაყოვნებულია ქვევრში 10,5 თვის განმავლობაში.
ფერი: როზე
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: იმერეთი, თერჯოლა
ალკოჰოლი: 13%
არომატები: მსუბუქსხეულიანი ღვინო სასიამოვნო მჟავიანობით. მდიდარი გემოვნური სტრუქტურა აერთიანებს გარგარის, ლიჩის და ციტრუს-ვანილის არომატებს, ხოლო ტექსტურა ნაზი, კარაქისებრია და ცოცხალი, მსუბუქად მჩხვლეტავი მჟავიანობით სრულდება.
რეკომენდაცია: იდეალურად ეხამება თევზისა და ზღვის პროდუქტების კერძებს.
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
მაკარიძის მარანი, ცოლიკოური
მაკარიძეების ოჯახს ორგანული მევენახეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს იმერეთის რეგიონში, თერჯოლაში (დასავლეთ საქართველო).
ოჯახი ყოველთვის მისდევდა მევენახეობას, თუმცა ძირითადად ყურძნის ნერგების გასაყიდად, ხოლო ღვინო მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის მზადდებოდა.საოჯახო მარანი რამდენიმე თაობის წინ დაარსდა, და ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია, იმერული ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით, თაობიდან თაობას გადაეცემა.
საინტერესოა, რომ მაკარიძეების ოჯახი ცნობილი იყო თეთრი და წითელი ყურძნის - ციცქასა და ოცხანური საფერეს ერთობლივი ფერმენტაციით. ამ მეთოდით ისინი ამსუბუქებდნენ ოცხანური საფერეს, რომელიც უნიკალური წითელი ჯიშია არა მხოლოდ თერჯოლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
აქ წარმოებული ყველა ღვინო ბუნების ხელმძღვანელობით იქმნება, მინიმალური ჩარევითა და დამუშავებით, ღვინოები დუღდება ადგილობრივი ველური საფუარით, ისხმება გაუწებავად და გაუფილტრავად, ყოველგვარი სულფიტებისა და ხელოვნური დანამატების გარეშე.
მეღვინეობის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
