top of page

ბუნებრივი, წითელი, მშრალი, ქვევრის ღვინო, წარმოებულია ორბელური ოჯალეშის, ალადასტურის და ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან. ორი თვის განმავლობაში დაყოვნებულია სრულ ჭაჭაზე, კლერტის გარეშე.

ფერი: წითელი

მოსავლის წელი: 2023

ადგილმდებარეობა: სამეგრელო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამაკონი

ალკოჰოლი: 10,5%

სულ ჩამოსხმულია: 1336 ბოთლი

 

შენიშვნა:  გაუფილტრავია და შეიძლება წარმოიქმნას ლექი.

მარტვილის მარანი, უჩა კოჩი

Rating is 5.0 out of five stars based on 1 review
35,00 ₾Price
Quantity
  • „მარტვილის მარანი“ დაფუძნდა 2012 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. კომპანიას თარგამეულში ეკუთვნის 3 ჰა მიწის ფართობი, სადაც გაშენებულია ოჯალეშის, ალადასტურის, ორბელური ოჯალეშის, ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნას ვენახები. 

    „მარტვილის მარანი“  ქვევრის ტრადიციული ქართული მეთოდით 10 სახეობის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს. "მარტვილის მარანი"- ს ღვინოები გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, ავსტრალია.

    უფრო მეტი მარნის შესახებ იხილეთ ბმულზე.

     

  • ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (.. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.

    ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.

Rated 5 out of 5 stars.
Based on 1 review
1 review
  • Niko Pachuashvili
    Rated 5 out of 5 stars.
    დიდებული ღვინო

    არსებობს ღვინო რომელიც თავს დაგავიწყებს, ასეთ ღვინოებს რა მოთვლის, თავდავიწყებასაც გააჩნია… მაგრამ თურმე ყოფილა ღვინო რომელიც გაგახსენებს, გაგახენებს ისეთს რომელიც მთლად შენია და სულ აღარ გახსოვდა… ასეთი გამოდგა “უჩა კოჩი”…

    Was this helpful?
  • bottom of page