ბუნებრივი, ქარვისფერი, მშრალი ღვინო, დამზადებულია ქისის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დადუღებულია ქვევრში, ჭაჭაზე, კლერტის გარეშე.
ფერი: ქარვისფერი
მოსავლის წელი: 2024
ადგილმდებარეობა: კახეთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ახოების მიკროზონა
ალკოჰოლი: 13%
შენახვის ტემპერატურა:
შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა: 10-16 გრადუსი ცელსიუსით;
მირთმევის რეკომენდებული ტემპერატურა: 10-12 გრადუსი ცელსიუსით;
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
ნიკალას მარანი, ქისი
ნიკალას მარანი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. მარანი აშენებულია ნიკალა მღვდლიაშვილის მიერ 1928 წელს. ღვინო ყენდება ქვევრში, სოფელ კარდენახში მოწეული ბუნებრივი ვენახის ყურძნისგან. ღვინის დაყენება ხდება ბუნებრივად, ხელოვნური დანამატების გარეშე.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
