ბუნებრივი, ქარვისფერი, ნახევრად მშრალი ცქრიალა ღვინო, წარმოებულია ჩინურისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან. ღვინოში არის მცირე ნარჩენი შაქარი, რომელიც მსუბუქ და ტკბილ შეგრძნებას იძლევა.
ფერი: ქარვისფერი
მოსავლის წელი: 2025
ადგილმდებარეობა: ქართლი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქსოვრისი
შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.
სატრფო, ჩინური - მწვანე, PetNat
ორგანული მეღვინეობა დო რე მი დაარსდა 2014 წელს, ღვინი მოყვარული ორი მეგობრის მიერ. მარანი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში. ჩვენი მისიაა შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ორგანული ღვინოები უძველესი ქართული ტექნოლოგიების გამოყენებით. ყურძენი იკრიფება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ბიო ვენახებიდან. ღვინო მზადდება ინდუსტრიული საფუარისა და დანამატების გარეშე. ღვინოების უმეტესობა დუღდება და ძველდება ქვევრებში — ეს არის საქართველოში ტრადიციულად გამოყენებული თიხის ჭურჭელი. გემრიელად მიირთვით!
ცქრიალა ღვინოები "სატრფო" წარმოადგენს დო რე მი-ს ცალკე მიმართულებას. უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.
ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.
.png)
