top of page

ნატურალური, ქარვისფერი, მშრალი, ქვევრის ღვინო, დაყენებულია ჩინური, გორული მწვანის და პინო ბლანის ჯიშის ყურძნისგან. 

ეს უნიკალური ღვინო დამზადებულია ერთჯერადი რეცეპტით და გამოხატავს მისი შემქმნელის პატივისცემას მამაცი უკრაინელების გმირული ბრძოლისადმი ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.

ჩინური და პინო ბლანის ფერმენტაცია ერთად მოხდა, ხოლო გორული მწვანის მაცერაცია მოხდა წინასწარ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, და ფერმენტაციის საბოლოო ეტაპზე შეუერთდა წინა ორ ჯიშს. 
ღვინო 7 თვე დაძველდა ქვევრში, შემდეგ 15 თვის განმავლობაში ინახებოდა უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში. ამის შემდეგ 5 თვე გაატარა ფრანგულ მუხის კასრებში და ჩამოსხმის წინ, კიდევ ერთი თვის განმავლობაში კვლავ უჟანგავ ჭურჭელში.

ფერი: ქარვისფერი

მოსავლის წელი: 2022

ადგილმდებარეობა: ქართლი, გორი, სოფელი წედისი

ალკოჰოლი: 12,5%

 

შენიშვნა: ეს არის გამორჩეული, ღრმა, არომატული და მეტად სასიამოვნო ბუნებრივი ღვინო, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს.

 

მიირთვით 15-16 გრადუსზე გაგრილებული. 

 

 

ღვინის ოსტატები, დიდება უკრაინას

45,00 ₾Price
Quantity
No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
bottom of page