top of page

ნატურალური, წითელი, მშრალი, ქვევრის ღვინო, დაყენებულია 80% თავკვერი და 20% შავკაპიტოს ჯიშის ყურძნისგან. ორივე ყურძნის ჯიში უძველესია ქართლის რეგიონში და მოდის ძველი, ორგანული, არაინდუსტრიული ვენახიდან.

ფერმენტაცია მოხდა ბუნებრივად, ჭაჭასთან კონტაქტით, ადგილობრივი საფუარებით, სულფიტებისა და დანამატების გარეშე. ღვინომ 7 თვე გაატარა ქვევრში, შემდეგ 18 თვე უჟანგავ ფოლადში და ჩამოისხა 25 თვის ასაკში. 

 

ფერი: წითელი

მოსავლის წელი: 2022

ადგილმდებარეობა: ქართლი, გორი, სოფელი წერედი

ალკოჰოლი: 12%

 

შენიშვნა: ღვინო გამოირჩევა მომწიფებული ალუბლის, შინდის, მაყვლისა და შავი მოცხარის მკაფიო არომატებით. ხანგრძლივი დეკანტაცია აძლიერებს მის არომატულ სიზუსტეს და გემოს სიჯანსაღეს.

 

მიირთვით 12-14 გრადუსამდე გაციებული. 

ღვინის ოსტატები, დიო

45,00 ₾Price
Quantity
No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
bottom of page