top of page

ნატურალური, ქარვისფერი, ქვევრის, მშრალი ღვინო, დაყენებულია ქისისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან.

ფერი: ქარვისფერი

მოსავლის წელი: 2024

ადგილმდებარეობა: კახეთი, გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე.

ალკოჰოლი: 13,1%

 

შენიშვნა: ღვინო არის გაუფილტრავი და შესაძლოა ბოთლში წარმოიშვას ნალექი.

ჩვენი ღვინო, ქისი - კახური მწვანე

40,00 ₾Price
Quantity
  • კომპანია „Our Wine“-ის მარანი მდებარეობს კახეთში, სოფელ ბაკურციხეში, ცენტრალური გზიდან 500 მეტრის დაშორებით. მარნისკენ მიმავალი გზა პერგოლაზე გაშვებული ვაზით არის დაფარული. აქვე განთავსებულია სადემონსტრაციო ვენახიც. ტერიტორიაზე ორი მარანია — ზედა და ქვედა.

    „Our Wine“-ის ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს კარდენახში, სახელგანთქმულ წინანდლის (Tsarapi) მიკროზონაში. კომპანია მისდევს ბიოდინამიკური მევენახეობის პრინციპებს და ნატურალურ ღვინოს ტრადიციული მეთოდებით აყენებს.

    მეღვინეობის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

  • ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (.. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.

    ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში, 2017 წლის თებერვალში, ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.

    "ჩვენი ღვინო" არის ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
bottom of page