top of page
კომპანია „Our Wine“-ის მარანი მდებარეობს კახეთში, სოფელ ბაკურციხეში, ცენტრალური გზიდან 500 მეტრის დაშორებით. მარნისკენ მიმავალი გზა პერგოლაზე გაშვებული ვაზით არის დაფარული. აქვე განთავსებულია სადემონსტრაციო ვენახიც. ტერიტორიაზე ორი მარანია — ზედა და ქვედა.
„Our Wine“-ის ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს კარდენახში, სახელგანთქმულ წინანდლის (Tsarapi) მიკროზონაში. კომპანია მისდევს ბიოდინამიკური მევენახეობის პრინციპებს და ნატურალურ ღვინოს ტრადიციული მეთოდებით აყენებს.
bottom of page
.png)


