top of page
Search

პეტნატი - ბუნებრივი ცქრიალა ზაფხულისთვის

Updated: Sep 23


ree

პეტნატი - ანუ pétillant naturel - ბუნებრივი ცქრიალა ღვინის სტილია, რომელიც ბოლო წლებში ნამდვილ ტრენდად იქცა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.


ეს არის ღვინო, რომელიც არ ექვემდებარება მეორე დუღილს (როგორც შამპანური ან შარმის მეთოდის ცქრიალა ღვინოები), არამედ ბოთლში მაშინ ისხმება, როცა ჯერ კდიევ პირველი დუღილი მიმდინარეობს და მას ბოთლშივე ასრულებს. შედეგად, ბუნებრივად დაგროვებული CO₂ ქმნის ბუშტუკებს და სძენს ღვინოს ცოცხალ, ოდნავ მოულოდნელ ხასიათს.


პეტნატის მომხიბვლელობა სწორედ ამ სიმარტივეშია — მხოლოდ ყურძენი, დუღილი და დრო.


ზაფხულის ცხელ დღეებში პეტნატი იდეალურია: ის მსუბუქია, ცოცხალი, ხალისიანი და ხშირად შედარებით დაბალი ალკოჰოლი აქვს. პეტნატები ხშირად გამოირჩევიან ციტრუსოვანი, ყვავილოვანი ან ნაზად ხილოვანი არომატებით, რაც განსაკუთრებით კარგად ეწყობა ზაფხულის განწყობას.


გემოვნურად პეტნატები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან — ზოგჯერ ოდნავ შებურულია (გაუფილტრავი ტექსტურა), ზოგჯერ წვნიანი და მჟავეა, ზოგჯერ კი — მშრალი და დახვეწილი.


მსოფლიოში პეტნატების მოხმარება სწრაფად იზრდება. ბუნებრივი ღვინის მოძრაობასთან ერთად, პეტნატი იქცა ახალგაზრდული, გემოვნებიანი და თავისუფალი არჩევანის სიმბოლოდ.


ამ ტალღამ საქართველომდეც მოაღწია და ბოლო წლებია ქართველი მეღვინეები სულ უფრო მეტად აყენებენ პეტნატებს. ციცქა, ძელშავი, ცოლიკოური, მწვანე, რქაწითელი, ალადასტური, შესანიშნავ პეტნატებს იძლევიან.

თუ ჯერ არ დაგილევიათ პეტნატი — ზაფხული საუკეთესო დროა პირველი ბოთლის გასახსნელად. ეს არის ცქრიალი, ხალისი და ბუნებრივი გემო, გამომწყვდეული ბოთლში.

 
 
 

Comments


bottom of page